მსოფლიოს ლიდერები ქრისტიანულ სამყაროს შობას ულოცავენ. შობის დადგომასთან ერთად ისინი იმედს გამთქვამენ, რომ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება.
გერმანიის პრეზიდენტმა საშობაო მიმართვაში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ვინც თავდასხმის, მუქარისა და ჩაგვრის ქვეშ არის.
უკრაინის მხარდაჭერის მნიშნელობაზე ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც.
"ეს წელიწადის ის დროა, როცა გვახსენდება იმ ღირებულებების მნიშვნელობა, რომელიც გვაერთიანებს. ღირებულებების, რომელსაც ევროპა იზიარებს და საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ - სოლიდარობის მშენებლობა, რასაც ევროპა ეყრდნობა. სოლიდარობა დაუცველების, მარტოსულების, დავიწყებულებისა და იგნორირებულთა მიმართ. სოლიდარობა წევრ ქვეყნებს შორის, სოლიდარობა უკრაინაში მებრძოლების, ბელარუსში დაპატიმრებულების, ირანის ქუჩებში მყოფების მიმართ. ღირსების უზრუნველსაყოფად მათთვის, ვინც იბრძვის თვის ბოლომდე მისაღწევად, მათთვის, ვინც ვერ ანთებს ნაძვის ხეებს, ვერ ათბობს სახლებს, ვერ კვებავს შვილებს, ღირსება დაზიანებულ ნავზე მყოფთათვის, ვინც ახალ ცხოვრებას ესწრაფვის.
ევროპის მხარდაჭერა უკრაინაში მშვიდობისთვის გაგრძელდება. ეს იქნება მშვიდობა თავისუფლებით, ღირსებით, და ანგარიშვალდებულებით. სამართლიანობა უნდა ნიშნავდეს ცვლილებას, სამართლიანობა ქალებისთვის, რომლებიც ქალად ყოფნის გამო მოკლეს, ყველა უსახელო ქალისთვის, რომელიც შეუარცხყვეს, სცემეს, მაგრამ ვერ გატეხეს. ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან თანასწორობისთვის და უფლებებისთვის, სინათლის საჭიროებისთვის, სინათლის, რომელიც გაარღვევს უკრაინის ქალაქების წყვდიადს.
ამაყი ვარ, რომ მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპა აგრესიის პირისპის ერთიანია და რჩება მტკიცე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში," - აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.