14 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
მოვუწოდებ წითლიძის პოლიტიკურ მეგობრებს, მიმართონ ქალბატონ ანას, შეწყვიტოს შიმშილობა - შალვა პაპუაშვილი

ანა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში ობიექტურობის დასადგენად, მას აქვს შეთავაზება ნებისმიერი ტიპის ანალიზი ჩააბაროს.

"რამდენჯერმე იყო შეთავაზება, რომ ჩაებარებინა ანალიზი, გამომდინარე იქიდან, რომ განცხადებები იყო გაკეთებული თითქოს და მისი მოწამვლის შესახებ, რომელიც ხან მან დაადასტურა, ხან უარყო.

ობიექტური განსჯისთვის არის სასამართლო, რომელიც მიმდინარეობს, საჭირო არის ანალიზი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს იმისთვის თუ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეს მისი განცხადებები არა მხოლოდ სიტყვები არის, არამედ ამის უკან რაღაც სერიოზული არგუმენტი დგას.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, თუ კი ვინმეს დღეს ამ მხრივ აქ მდგომარეობა რთული, ეს გახლავთ ანა წითლიძე, რომელიც უკვე მერამდენე დღეა შიმშილობს პარლამენტში და მე ყველას მოვუწოდებ, მის პოლიტიკურ მეგობრებს, რომ იქნებ ისინი ამ საკითხით უფრო დაინტერესდნენ და მიმართონ ქალბატონ ანას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა იმიტომ, რომ ის საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები