"ბურთი ისევ ქართულ მხარესაა" - საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს ტექსტში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედია "ტასი" ავრცელებს, საქართველოსთან ერთად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც არის განხილული.
სერგეი ლავროვის მოადგილის განცხადებით, საგარეო უწყება არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება.