"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაულები, რაზეც ის სასჯელს იხდის.
კალაძის თქმით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ჰყავს დამნაშავეები, რომლებიც ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელს იხდიან.
"ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იყო მთავარი იდეოლოგი, შემოქმედი და შემქმნელი იმ საშინელი რეჟიმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა - ადამიანის კვლა, დახოცვა, ბიზნესის რეკეტი, საპატიმროებში როგორ ექცეოდნენ ადამიანებს - ეს ძალიან კარგად ვიცით. მას აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც იხდის სასჯელს.
შესაბამისად, ტოლობის ნიშნის დაყენება ევროკავშირის გაწევრიანებასთან კატეგორიულად მიუღებელია. საბედნიეროდ, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ჰყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ ჩადენილ დანაშაულებზე იხდიან სასჯელს," - განაცხადა კახა კალაძემ.