14 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე - განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს. მან აქვე აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა.

"პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს. წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დღის ამბები