14 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ეს ანგარიში თვალნათლივ წარმოაჩენდა იმ დიდ პროგრესს, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ 2022 წელს განიცადა, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა- თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, პრემიერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა და მოსახლეობას მიაწოდა სრული ინფორმაცია, ეკონომიკური მდგომარეობისა და პოლიტიკური ვითარების შესახებ.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, საქართველომ 2022 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

"პრემიერ-მინისტრმა სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, იმ ეკონომიკური უპრეცედენტო ზრდის შესახებ, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ. ასევე, როგორც მან უწოდა ჩვენი წლის ყველაზე დიდი მოვლენა- ეს გახლავთ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. ვფიქრობ, რომ ეს ანგარიში თვალნათლივ წარმოაჩენდა იმ დიდ პროგრესს, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ განიცადა განვითარების მხრივ, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა 2022 წელს,"-აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები