საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით,
საკმაოდ ხელშესახები შედეგებია ეკონომიკის კუთხით მიღწეული იმ რეალობასთან მიმართებაში, სადაც დღეს საქართველო და ცენტრალური ევროპა იმყოფება.
როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, გლობალურად პოსტპანდემიური პერიოდი არ აღმოჩნდა მარტივი ეკონომიკის აღდგენის კუთხით.
"განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეს ეკონომიკური შედეგები მიღწეულია იმ კონტექსტში, სადაც დღეს ვიმყოფებით, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ასე სავსეა გამოწვევებით. საკმაოდ რთული ვითარებაა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზე და გლობალურადაც პოსტპანდემიური პერიოდი არ აღმოჩნდა მარტივი ეკონომიკის აღდგენის კუთხით. ზუსტად ამ შემთხვევაშია ხაზგასასმელი ეკონომიკის პოზიტიური დინამიკა,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი.