ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანას ჰყავს კარგი პრემიერ-მინისტრი.
როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, საქართველოს ეკონომიკური მიმართულებით აქვს ძალიან კარგი და ხელშესახები მაჩვენებლები.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს ჩვენს სახელმწიფოს. მე მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებდი ეკონომიკაზე, სადაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრები იქნა წარმოდგენილი პრემიერის მხრიდან.
თავისთავად ის, რომ მეორე წელია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის და ორივე წელი ჩვენ დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, ეს მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე.
შთამბეჭდავი მონაცემებია ასევე, საგარეო ვალის კუთხით 60%-დან 40%-ს ჩამოსცდა საგარეო ვალი. 200 000ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ამ ორი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, 60%-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა, უკრაინის ომი და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ევრო ინტეგრაცია და 12 პუნქტი, ენერგო დამოუკიდებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, დაგეგმილი რეფორმები და სოციალური პროგრამები.