14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა" - შალვა პაპუაშვილი გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასების ნაწილს აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მურმან დუმბაძის და "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ნაწილის განცხადებებს ეხმიანება.
 
შალვა პაპუაშვილი ამ გახმაურებული საქმის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასების ნაწილს აქვეყნებს.
 
"სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო," - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 წელი.
 
წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
დღის ამბები