საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, რომელიც სასჯელის გადავადებას ეხება, ამერიკელი ფსიქიატრის, ერიკ გოლდსმიტის შემდეგ, ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი დისტანციურად უნდა გამოიკითხოს.
სხდომას ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრება, მიზეზი კი, ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა.
საქალაქო სასამართლოში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ "მმართველმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, მიშას ესე ვწირავთ ბოლომდე თუ ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას."
"მე მაინც იმედს ვიქონიებ დღევანდელი სასამართლო პროცესის. არ ვიცი უნდა მჯეროდეს თუ არა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან დაჩქარებული წესით, ვინაიდან, წინა სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთი ექსპერტი და თუ ესეთი ტემპით გაგრძელდება, გაგრძელდება რამდენიმე თვე და აქ არის დღეებზე საუბარი, რომ მიიღოს მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება. მიშას ესე ვწირავთ ბოლომდე თუ ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას," - ამბობს გიორგი სააკაშვილი.