14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი მხარდამჭერების პოზიცია, მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც გამოვიდა 1 100 000-ზე მეტი ადამიანი და ხმა მისცა მას, ეს იყო სააკაშვილის აღზევების პრევენცია -ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი მხარდამჭერების, მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მხარი დაუჭირეს 2018 წელს და ეს იყო "ნაცმოძრაობის" არმობრუნება, ეს იყო სააკაშვილის აღზევების პრევენცია,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

"გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით მეორე ტური. პირველი ტური იყო პერსონიფიცირებული და საბოლოო ჯამში გაჭირდა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების მოპოვება ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით. მეორე ტური აბსოლუტურად სხვა გარემეობებეში გაიმართა და მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც გამოვიდა 1 100 000-ზე მეტი ადამიანი და ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს, იყო ის, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდაც ნაცმოძრაობის დაბრუნება."- აღნიშნა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პოლიტიკურ პიარულ კამპანიას უკავშირდება იქნებოდა აბსოლუტურად ამორალური ნაბიჯი.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზანია რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდეს ხელისუფლებაში , რისი მცდელობის შანსიც არ უნდა მიეცეთ.

"ფორმალურ მხარეს თუ ავიღებთ, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პოლიტიკურ პიარულ კამპანიას უკავშირდება იქნებოდა აბსოლუტურად ამორალური ნაბიჯი.

როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, მის გათავისუფლებაზე, ერთადერთი მიზანი ამის უკან დგას სწორედ ეს, რომ "ნაცმოძრაობა" დაბრუნდეს ხელისუფლებაში, აირიოს მანამდე ვითარება და მერე მიგვიყვანონ ამ ადამიანებმა იგივე შედეგებამდე რა შედეგებამდეც მიგვიყვანეს 2008 წელს, ან უარესამდეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავითარი ჰუმანიტარული მიზნები არ დგას სააკაშვილის გათავისუფლების უკან, ერთადერთი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნით ისინი ამას მიაღწევენ, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა და თუ საუბარია მორალზე, ასეთი მცდელობის შანსიც კი არ უნდა მიეცეს ბუნებრივია "ნაცმოძრაობას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები