"ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების ყოველდღიურ რეჟიმში დანიშვნას პოზიტიურად აფასებენ. მათი განცხადებით, მოსამართლემ განაჩენი დროულად უნდა გამოიტანოს, რადგან მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ყოფილი პრეზიდენტს სიცოცხლის უფლება.
მმართველი გუნდის განმარტებით, არ არსებობს მყარი არგუმენტი, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ან სასჯელის გადავადება.