დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე 2022 წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.
კახა კალაძის განმარტებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 326 მლნ ლარითაა გაზრდილი, რაც ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობას კიდევ უფრო აფართოებს. გეგმაშია გარემოს დაცვითი, ჯანდაცვის და სოციალური პროექტების განხორციელება. 2023 წელს იგეგმება 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანაც.
ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილების ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდაც. დასასრულს კახა კალაძემ დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და მოსახლეობა გალა კონცერტზე დაპატიჟა, რომელიც 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე ჩატარდება. მერის თქმით პირველ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება.