14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
პრეზიდენტის დამოკიდებულება ემსგავსება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საუბარს - გიორგი ხელაშვილი

არის თუ არა პრეზიდენტის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა - მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა მოქმედ მოსამართლეებს და დაარღვია მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია.

"პრეზიდენტის განცხადებაში 2 პრობლემაა. პირველი - სამართლებრივი, პრეზიდენტი პრაქტიკულად ახდენს დისკრედიტებას მართლმსაჯულების სისტემის. მეორე - პოლიტიკური პრობლემა. ჩვენ ვხედავთ რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად იცვლის პოზიციას და თუ მანამდე მას ჰქონდა პრეტენზია იმისა აპოლიტიკური, ზეპარტიული ფიგურა, ნელნელა მისი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის და პოლიტიკური ძალების მიმართ ემსგავსება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საუბარს," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. 

საკითხს გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენლებიც.  გახარიას პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტის მოსაზრებას იზიარებენ.

"მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას რომ - როდესაც სასამართლოს ხელმძღვანელად გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი შემოქმედი მურუსიძე გყავს ეს ბარიერი არის შენთვის ევროკავშირის გზაზე. იმიტომ რომ ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის თავისუფალი, სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლო," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება "ხალხის ძალას", გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის სიტყვები მოქმედი მოსამართლეების მიმართ დაუშვებელია და ეს გულისხმობს მართლმსაჯულებაში ჩარევას. ამასთან, პრეზიდენტმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

ცნობისთვის, საუბარია პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, რომლითაც მან ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. - "მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მას? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ. როდის გააპროტესტეთ?" - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები