"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა. მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხელმოწერები შეაგროვა. მისი თქმით, აღნიშნული იდეის ირგვლივ ბევრი ადამიანი გაერთიანდა.
"ვიყავით საქართველოს ძალიან ბევრ კუთხეში, ასევე მოვიტანეთ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნა, ხელმოწერა წერილზე. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გადრჩეს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ჯაფარიძე.