14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციებს სიტყვა "აგენტი" ეხამუშათ, მაგრამ საქმე, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ, არ ეხამუშებათ - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებს სიტყვა "აგენტი" ეხამუშათ, მაგრამ საქმე, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ, არ ეხამუშებათ
ენჯეოსექტორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს, თავს უფლებას აძლევს, დიდაქტიკურად ელაპარაკება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფალსა და პარლამენტის წევრებს - კანონით, სამართლით, ჩვენი ძალით, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ, - აცხადებს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი.

"როცა საჯარო სივრცეში მოვხვდი, დავინაე პარლამენტარები და ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი კლიშე ჰქონდათ - თითქოს, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველასგან აღიარებულნი იყვნენ, არადა, რას წარმოადგენდნენ? ხალხისგან არჩეული დეპუტატი რომ ხარ, მათზე მაღლა არ დგახარ? ყველაფრის კულმინაცია ის იყო, ზაფხულში პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე რომ ავიდნენ და გადატრიალება დაიწყეს. გვესმოდა ერთი და იგივე სახელები, დიდაქტიკური ტონი საზოგადოებასთან მიმართებით, რომ მათი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; რომ აი, არასამთავრობომ ესა და ეს თქვა.

ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ანტი-რეაქცია გამოიწვია, აშკარა იყო ანტი-დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან - ეს კვლევებშიც ჩანდა.

ეს უნდა დარეგულირდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს სიტყვა "აგენტი" ეხამუშათ, მაგრამ საქმე, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ, არ ეხამუშებათ. ეს ტერმინოლოგიაა და ბევრ რაღაცაში შეიძლება გამოიყენო. აქ მთავარი თემა სხვაა - ენჯეოსექტორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს, თავს უფლებას აძლევს, დიდაქტიკურად ელაპარაკება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფალსა და პარლამენტის წევრებს - კანონით, სამართლით, ჩვენი ძალით, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ. საზოგადოებას უკვე ძალუძს, სწორი გზა აირჩიოს. ხელისუფლება კიდევ რაღაცებს ეთამაშება, თუნდაც ამ თორმეტი პუნქტის სახით, მაგრამ ჩვენ რადგან მათ გამოვეყავით და თავს უფლება მივეცით, უნდა ვილაპარაკოთ - ეს უკვე ხალხის მოთხოვნაცაა", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები