26 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
"ამგვარი რამ დაუშვებელია, ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი, 7 წელი გაატარა სატუსაღოში"- გიორგი ცაგარეიშვილი ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ვაკეში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და გიორგი შარაშიძე შორის მოხდა და აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მისამართით.

გიორგი ცაგარეიშვილი მართლმსაჯულების ქმედებებით კმაყოფილი არ არის და ამბობს, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთი ადამიანები, ვისაც დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი არ უგიათ.  

"ჩვენ ის წლები სწორედ ამას ვებრძოდით. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამგვარი რამ დაუშვებელია. ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი, 7 წელი გაატარა სატუსაღოში და ახლა იგი არის თავისუფალი. ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ, რა ბრალიც არ უნდა მიუძღოდეს, ქუჩაში ანგარიშსწორება არის მიუღებელი.

ხშირად ჩვენი მართლმსაჯულების განხორციელებით არ ვარ კმაყოფილი და ამას არც ვმალავ და მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით, ყველა დამნაშავის კართან ჩვენი მართლმსაჯულების ურემი არ გაჩერებულა. რაც შეეხება მერაბიშვილის ცემის ფაქტს, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი და შესაბამისი ორგანოები შეაფასებენ მას, როგორც საჭიროა," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა - ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"რუსთავ ი2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაცია "კურიერს" თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სამართალდამცველების კითხვებსაც უპასუხებს.

დღის ამბები