26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
"მოგვიწევს ბრძოლა თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის"- ვოლოდიმირ ზელენსკი  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინას თანამედროვე ტანკების მიწოდებისთვის ბრძოლა კიდევ მოუწევს. 

ამასთან, პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს დისკუსიაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"დღეს "რამშტაინისა" და უკრაინისთვის თავდაცვითი ამბების დღეა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს. ყოველთვის არ არის შესაძლებელი საჯაროდ იმის თქმა, რის შესახებ მიდის საუბრები "რამშტაინის" ფორმატში. ეს დახურული დისკუსიაა და ასე უნდა იყოს.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი "რამშტაინი" ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთ დამოკიდებულებაში - ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენიც საჭიროს ჩვენი გამარჯვებისთვის.

დიახ, ჩვენ მაინც მოგვიწევს ბრძოლა თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის, მაგრამ ყოველდღიურად უფრო ცხადი ხდება, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივა არ არსებობს,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები