14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
მარტო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული პარტიის მოქმედებები არ იყო არჩევნების მთავარი თემა - ლევან ბეჟაშვილი

"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი პარტიის ახალ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება და ფრონტის ხაზზე საერთო სტრატეგიით ბრძოლა. 

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება მთავარი თემა საპროტესტო აქციების, საზოგადოება ვერ შეეგუება და ვერ ვიქნებით მკვლელობის პროცესის ჩუმი თანამონაწილეები. ეს არის პოლიტიკური შურისძიება. მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვისაც შეურაცხმყოფელია ეს თემა იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ესე ძალადობდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. მე ვიცნობ ბევრს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანს, ვისთვისაც ეს ფორმა მიუღებელია. 

ახალი არჩევნები დღის წესრიგში დადგა იმიტომ, რომ ჩვენი ელექტორატისთვის გაჩნდა კითხვები, რატომ არ აქტიურობდა პარტია, შესაბამისად დადგა დღის წესრიგში ახალი ლეგიტიმაციის.

მარტო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებიასთან დაკავშირებული პარტიის მოქმედებები არ იყო მთავარი თემა.  იქ იყო პარტიის უმოძრაობა,  პარტიის სტრუქტურა, ორგანიზება და ა.შ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით ენმ დარჩა მიხეილ სააკაშვილის პარტიად და ეს არის მთავარი ამოცანა. 

ჩვენ რეგიონებში უნდა გავაძლიეროთ პარტიის ოფისები, აქამდე რაიონული ოფისები 2 წელი არ ფუნქციონირებდა. უნდა შევკრათ და გავაერთიანოთ პარტია. მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი გავიარეთ ახლა უნდა დამშვიდდეს პროცესები. ჩვენ ოპონენტებს უნდა შევთავაზოთ პირობითად, რომ უნდა გავერთიანდეთ და საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ და გავაგრძელოთ ერთიანი ფრონტით ბრძოლა პარტიის და ქვეყნის გამოწვევების წინაშე,"- აცხადებს ბეჟაშვილი. 

დღის ამბები