14 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები, მათ შორის, შესაძლოა ევროპარლამენტარებთანაც და მათ პატრონებთან უცხოეთში - გურამ მაჭარაშვილი

ბრიუსელში გამართულ დებატებს საქართველოში პოლიტიკური სპექტრი აფასებს. შეფასებებს აკეთებენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები. "ქართულ ოცნებაში"  ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებს რეალური ინფორომაცია არ აქვთ, სააკაშვილს საქართველოში ყველა საჭირო პროცედურა უტარდება, თუმცა ის თვითდაზიანებას მიმართავს.

ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ შესაძლოა სააკაშვილს ადრეც და იმ ხელისუფლების მერეც ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები, მათ შორის ცალკეულ ევროპარლამენტარებთანაც.

"იყო საფრთხე, რომ ოქროს მოწმე პატიმარი სააკაშვილი არ ალაპარაკებულიყო და შესაბამისად, მათ პატრონებს უცხოეთში არ ჰქონოდათ განცდა, რომ ის გარკვეული ტიპის კარტებს გახსნიდა. სააკაშვილმა უკვე პირველი კარტი გახსნა და გერმანულ სააგენტო Spiegel-თან ინტერვიუში მან პირდაპირ თქვა, რომ ის კი არ ჩამოვიდა თავისი ინიციატივით, არამედ მისი ჩამომყვანები შესაძლოა იყვნენ რუსი სპეცსამსახურის წარმომადგენლები, ჩანერგილები უკრაინის ამა თუ იმ უწყებაში.

ბუნებრივია, ამან შეაშფოთა მისი პატრონები. როგორც ჩვენ, "ხალხის ძალამ" აღვნიშნეთ, სწორედ ამ შეშფოთებას მოჰყვა ის რეაქციები, რა რეაქციებიც ვიხილეთ ბოლო დღეებში, უცხოეთიდან და სხვადასხვა ხელისუფლებების წარმომადგენლებისგან და ახლა უკვე ევროპარლამენტში თათბირის ჩართავენ  თითქოსდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

სამწუხაროდ ევროპარლამენტში დაკავებულია რამდენიმე ევროპარლამენტარი სწორედ არაკანონიერი ლობიზმის გამო და იმის გამო, როგორც "ხალხის ძალამ" ვთქვით, სააკაშვილს ადრეც და იმ ხელისუფლების მერეც ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები, მათ შორის შესაძლოა ევროპარლამენტარებთანაც და მათ პატრონებთან უცხოეთში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართა. დებატს მხოლოდ ამ საკითხით დაინტერესებული დეპუტატები ესწრებოდნენ. დებატები დაიწყო კომისიის და საბჭოს წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლით. საბჭოს და კომისიის ძირითადი გზავნილი იყო, რომ ევროსტრუქტურები ადევნებენ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ამბობენ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი, როგორც პატიმრის ჯანმრთელობა. მომავალი კვირიდან პოლიტიკური ჯგუფები დაიწყებენ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობას, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს სტრასბურგში, მომავალ სესიაზე უყრის.

დღის ამბები