მიხეილ სააკაშვილის პროცესზე კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ჩვენებას აძლევს - ნინო ნადირაძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიზანმიმართულად იკლებს წონაში და ამაში გარემოცვაც ხელს უწყობს.
"თუ ისინი ხედავენ, რომ დიაგნოზში კუჭისა და 12 გოჯაში არის კონკრეტული ცვლილებები. გაჭყლეტილი ნივრის მოტანა და შავ პურზე წასმა არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილაფლავის სოკოთი მოტანას, ეს რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი.
ცენტრი "ემპათიის" მიზნები რადიკალურად განსხვავებულია კლინიკის მიზნებისგან. ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მის ცუდად ყოფნაშია. მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვინმე მას ეუბნება კარგად იკვებეო.
ჩემი მრავალგზის თხოვნისა, ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, უკეთ იკვებე ან ეს გააკეთე. პირიქით, ყველა დაკლებულ გრამზე სიხარულის ყიჟინა არის. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ ცოტა, 200 გრამი აქვს წონაში ნამატი.
მე პირადად, ვინც მე მგონია, რომ პაციენტის გულშემატკივრები არიან, არც მათთან ვიშურებ და ვიზარებ წერილობით თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
როგორც ვატყობ მისი ცუდად ყოფნა, ლეტალური გამოსავალიც კი თავის მხარეს უფრო აწყობს. შესაბამისად, დაანებეთ ამ ადამიანის წამებას თავი, დაანებეთ მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი, არცერთ თქვენგანს არ უზრუნია, არ შესულხართ და არ გითქვამთ, მიშა ჭამეო.
მას საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, მას ხაჭაპურიც უყვარს და როდესაც შენ მოგაქ ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, შილა ფლავი და გაბლიკვებული მჭადი ოთხ ცალ სალათის ფოთოლთან ერთად შენ ამით კარგ შედეგს ვერ მიიღებ," - განაცხადა ნინო ნადირაძემ.