14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ხალხის დაშინება იმით, რომ თურმე სანქციებს რომ შევერთებოდით, გავღატაკდებოდით, ეს უფრო ტყუილია - დავით რაქვიაშვილი ეკონომისტების კვლევის შედეგებზე

რა შედეგი ექნებოდა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებზე მიერთების შედეგად? - კვლევის შედეგებს, რომელიც ეკონომოსტების ნაწილმა მოამზადა, დეპუტატების ნაწილი იზიარებს, თუმცა ოპოზიციაში ზარალის მსგავს მასშტაბზე საუბარი გადაჭარბებულად მიაჩნიათ.

"ჩვენ შეიძლება არ გვექნებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმიტომ, რომ მართლაც ბევრი ფული შემოვიდა რუსეთიდან, მაგრამ არც ევროპას დაუწესებია ისეთი გრანდიოზული სანქციები, რომელთან შეერთებაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა ჩვენს ეკონომიკას - ალბათ არ გევქნებოდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ახლა ხალხის დაშინება იმით, რომ თურმე სანქციებს რომ შევერთებოდით გავღატაკდებოდით, ეს უფრო ტყუილია," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი დავით კაჭარავა კი აცხადებს, რომ საქართველოს, სადაც ჰქონდა ამის შესაძლებლობა, სანქციებს ყველგან შეუერთდა. მისივე თქმით, ის დამატებითი მოთხოვნები, რომელიც საქართველოსთან აქვთ, ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. 

დღის ამბები