14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ტექნიკურად ჩვენ მოლდოვაზეც და უკრაინაზეც წინ ვართ ბევრ საკითხში, მარტო კორუფციის საკითხი რომ აიღო, მაგრამ ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - ჰერმან საბო

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო ევროკომისიის ანგარშსს ეხმიანება და აცხადებს, რომ ტექნიკურად საქართველო მოლდოვაზე და უკრაინაზე ბევრად წინ იყო, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 

"რა არის გასაკვირი, რომ ტექნიკურად ჩვენ მოლდოვაზეც და უკრაინაზეც წინ ვართ ბევრ საკითხში, მარტო კორუფციის საკითხი, რომ აიღო. მაგრამ ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. იმისთვის, რომ ჩვენ 12 პუნქტი შევასრულოთ, ოპოზიციამ თავისი ნაწილი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს.

ჩვენი ვალია, რომ ყველამ ერთად დავანახოთ, რომ არაფერი ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენ ისევ გვინდა ევროპაში, მათ შორის NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობას უფრო უნდა ევროპაში და ჩვენ ეს საქმით უნდა დავამტკიცოთ," - აცხადებს ჰემან საბო. 

ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა - დოკუმენტი ეხება ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება.

ამ შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე გასული წლის აპრილში მიღებულ პასუხებს მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების შესასრულებლად.

ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. ანგარიშში დადებითად არის მოხსენებული განათლების სისტემის მაჩვენებლები. შეფასება გადაეგზავნათ უკრაინას და მოლდოვასაც.

 

დღის ამბები