ეკონომისტი შოთა გულბანი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, რომელმაც შეისწავლა, თუ რა შედეგს მოიტანდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების უშუალოდ, ინდივიდუალურად, ერთი ერთზე დაწესება.
გულბანი აღნიშნავს, რომ რუსეთის სანქციებზე მიერთება საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნებოდა.
მისივე თქმით, მიღებული ნეგატიური ეფექტები ისევ საქართველოს მოსახლეობაზე აისახებოდა და უფრო გაამწვავებდა სოციალურ ფონს.
„რუსეთის სანქციებზე მიერთება საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნებოდა.
როგორც კვლევამ დაადასტურა, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს არათუ ორნიშნა მაჩვენებლით გაიზრდებოდა, არამედ მნიშვნელოვან ზარალს ექნებოდა ადგილი, რაც უარესი სცენარის მიხედვით, 17.1 პროცენტიან ვარდნას გულისხმობს.
თუკი საქართველო სრულად აკრძალავდა სავაჭრო, საინვესტიციო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, ეს 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა, რასაც აგრეთვე გაამძაფრებდა პანდემიის შედეგად ეკონომიკაზე მიყენებული ზარალი. ხოლო აღდგენითი პროცესები და მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდი ალბათობით რამდენიმე წლით გადავადდებოდა.
შედეგად მიღებული ნეგატიური ეფექტები ისევ საქართველოს მოსახლეობაზე აისახებოდა და უფრო გაამწვავებდა სოციალურ ფონს.
შესაბამისად, პრაგმატული მიდგომა ეკონომიკურ საკითხებში აგრესორ ქვეყანასთან, გაცილებით მომგებიანია ისევ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.“- წერს შოთა გულბანი Facebook-ზე.