თბილისი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის დღიდან, უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს ვუყურებთ, "რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი".
"ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებები. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოტანით. ამ დღეებიდან მოყოლებული, ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, არანაირი პრობლემა რა ექნება. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამაში მას ყველა ხელს უწყობს,"- აცხადებს თბილისი მერი კახა კალაძე.