14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
როდესაც ის ამერიკაში ცხოვრობდა, თითქმის მთელი წელი ჰქონდა ფიქტიური ტემპერატურები - რას ამბობს ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ის, რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა. ნინო ნადირაძე მოწმის სტატუსით 4ი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

"ბევრი ხალხი მოდიოდა მისიანები, რომლებსაც ჩვენ ვარწმუნებდით, რომ აი ამას თუ შეჭამს, წონაში არ მოიმატებსო. მე არ მინდა ეს ადამიანები დავასახელო. მე ვუთხარი კიბატონო ჭამოს ცილოვანი, რომელიც არ მოამატებინებს, მაგრამ მისთვის ცილა აუცილებელია. მე ყველანაირად ვუწყობდი ხელს, ოღონდ რამე ეჭამა. ჩვენ არც იმაზე გვქონდა პრობლემა, რომ ცხიმის ნიმუშები გაგვეგზავნა თუ ამხელა ეჭვი იყო მოწამვლაზე მითუმეტეს, მაგრამ თქვენგან მსგავსი მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა. 

როდესაც ის ამერიკაში ცხოვრობდა, თითქმის მთელი წელი ჰქონდა ფიქტიური ტემპერატურები. იყო უამრავ ექიმთან და ვერავინ ადგენდა რატომ ჰქონდა ტემპერატურა. ბოლოს ერთმა ექიმმა დამიდგინაო, რომ ფსიქოგენური იყო ეს ყველაფერიო და როგორც კი უკრაინის მიწაზე დავდგი ფეხი, ეგრევე ამილაგდა ყველაფერიო. მამშვიდებდა, ნინა დაწყნარდი, პირველად არ ხდება ეს ჩემს ცხოვრებაშიო და ესეც ანამნეზის ნაწილია,"- აცხადებს ნადირაძე. 

დღის ამბები