აქვს თუ არა ოპოზიციას გაერთიანების რესურსი, სურვილი და შანსი - მოსაზრებები განსხვავებულია, თუმცა პოზიციები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოჩნდა ის გამონაკლისი, რომელმაც პროგნოზები პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით უფრო უკეთ გათვალა:
"ამ შემთხვევაში, ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოჩნდა ის გამონაკლისი, რომელმაც როგორც ჩანს პროგნოზები რაღაცნაირად უფრო უკეთ გათვალა. მიხვდა იმას, რომ მას არანაირი რესურსი არ გააჩნია და ასობით ადამიანსაც ვერ შეკრებდნენ 24 თებერვლისთვის. გასაგებია, რომ დაანონსებული ცხელი შემოდგომა არ იყო, არც ცივი ზამთარი, ადრეულ გაზაფხულზე უნდოდათ გარკვეული ამინდის შექმნა, მაგრამ გადახედეს ეტყობა ამინდის პროგნოზს და ნახეს რომ ვერ შედგებოდა ის ამინდი, რაც თვითონ უნდოდათ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა ვერ შედგება.