პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა,
"ის არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება. მაქვს ერთი შეკითხვა -რატომ იმყოფება და რატომ სურს მას და მის მომხრეებს საავადმყოფოში 2-ოთახიან ლუქსში ყოფნა? მათი მიზანია სასჯელისგან თავის არიდება და არა განკურნება, თუმცა ეს ბუნებრივია, დამოკიდებულია სასამართლოზე,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.