გუბაზ სანიკიძის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ხელისუფლებას სამშვიდობო პოლიტიკა აქვს არჩეული და ქვეყანაში არანაირი ომი არ იქნება.
ბექა ოდიშარია კი გუბაზ სანიკიძეს ურჩევს იმ საქმეს მიხედოს, რაც მისთვის უკეთესი იქნება.
"ჯობია იმ საქმეს მიხედოს, რაც მისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის იქნება უკეთესი. კი იძახის მე რაღაც საკითხებში ნაპოლეონი ვარო, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმესთან ომი ან დაიწყოს, ან და მოიგოს,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.