პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტში საგაზაფხულო სესიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველომ ყველას დაანახა, რომ მას აქვს რეფორმების წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ძალიან დიდ გამოცდილება იმისა, რომ რეფორმები შეასრულოს წარმატებით,
"ნახევარ წელზე მეტია გრძელდება კამპანია, რითაც ოპოზიცია - არა ყველა, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" და მათ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 6 თვის მანძილზე უმტკიცებდნენ საქართველოს საზოგადოებას და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატობას.
საბოლოო ჯამში ყველამ კარგად დაინახა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც უკვე 10 წელია, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა ვატარებთ, არის ძალიან წარმატებული და მაშინ, როდესაც მივიღეთ შესაძლებლობების ფანჯარა საქართველო ნამდვილად ყველაზე მეტად მომზადებული შეხვდა. დღეს საქართველომ ყველას დაანახა, რომ მას აქვს რეფორმების წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ძალიან დიდ გამოცდილება იმისა, რომ რეფორმები შეასრულოს წარმატებით,"-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.