"ან გადაწყვიტე გასვლა, ან თუ რჩები, იბრძოლე შიგნით პარლამენტში" - ამის შესახებ კობა ნაყოფიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ "შატალოზე" დადიხარ.
"ჩემი აზრით, ეს არ არის მკაფიო განცხადება. პარლამენტის საქმიანობის შეწყვეტა ნიშნავს ბოიკოტს, ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ "შატალოზე" დადიხარ. ეს არის "შატალო", არ დავდივარ, ხო... ან გადაწყვიტე გასვლა, ან თუ რჩები, იბრძოლე შიგნით პარლამენტში. აირჩიე ორიდან ერთი, ეს შუალედური ვარიანტი, რომ არც იქით და არც აქეთ არასდროს ასეთ მიდგომას შედეგი არ დაუდია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადებს, - ამბობს კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი".