14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
პატიმრის გათავისუფლება ჰუმანიტარული მოტივით არის აბსურდი ერთი მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში 9 000-ივე პატიმარი უნდა გამოვუშვათ გარეთ - ირაკლი კობახიძე

"მცირე ოხუნჯობა პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიება" - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვლის განცხადების მთავარმა ადრესატმა ავტორს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს შეახსენა, რომ შეწყალების უფლების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია, ტექსტში ჩართო ის რეგალიები, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ წარდგენისას საკუთარ თავზე საუბრისას ახსენა.

ადრესატმა პრეზიდენტს იუმორით უპასუხა, თუმცა განცხადების სხვა მნიშვნელოვან ნაწილსაც შეეხო - მთავარი ხაზი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების პერსპექტივები და ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაა.

"მგონია, რომ ერთიც და მეორეც არის არარეალური. ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დანაშაულების აღიარება ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამას ის არ გააკეთებს. ჩვენ ვიცით, მას აქვს კონკრეტული მიზნები, მისი მიზანია პოლიტიკაში დაბრუნება, აქედან გამომდინარე ის ამას არასდროს გააკეთებს.

რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით, ეს არის აბსურდი ერთი მიზეზის გამო: თუ ჩვენ ჰუმანიტარული მოტივით ვიმოქმედებთ, ამ შემთხვევაში 9 ათასივე პატიმარი უნდა გამოვუშვათ გარეთ.

როგორც ჩანს მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა ამ თემის გარშემო. საზოგადოებას არ უნდა არეულობა, არ უნდა რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა. როგორც ჩანს ეს გაითვალისწინა პრეზიდენტმა და ძალიან კარგია, რომ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები