"ომის დროს ევროკავშირის დაწესებული სანქციების დაგვიანებული გავლენა რუსეთზე" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას Politico აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ პუტინის უკრაინასთან ომის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ბლოკმა მოსკოვში უფრო მეტი ფული გაგზავნა, ვიდრე კონფლიქტამდე. სტატიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მყისიერად დააწესა, თუმცა სანამ მოსკოვი რეალურ ზიანს იგრძნობდა ამას საკმაო დრო და ზომების ესკალაცია დასჭირდა.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, ნოემბერი იყო პირველი თვე, როდესაც ევროკავშირის იმპორტის ღირებულება რუსეთიდან უფრო დაბალი იყო, ვიდრე 2021 წლის იმავე თვეში. ცხრა თვის განმავლობაში უახლესი მონაცემები ხელმისაწვდომი არ იყო - გამოცემა ამის მიზეზად რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და ენერგეტიკული ფასების მკვეთრ ზრდას ასახელებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად შეამცირა სავაჭრო ნაკადები მოსკოვთან - თუმცა ზოგმა კვლავ განაგრძო მათი გაზრდა გასული წლის ბოლოს. ბლოკის მხოლოდ ოთხმა წევრმა განახორციელა მეტი ექსპორტი რუსეთში თებერვლიდან ნოემბრამდე, ვიდრე საშუალოდ 2017-21 წლებში: ესენია სლოვენია, ლატვია, ხორვატია და ირლანდია.