14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
თუ პრეზიდენტი მაინც აკეთებს განცხადებებს, საქართველოს სასარგებლოდ მაინც გააკეთოს და არა საქართველოს საწინააღმდეგოდ - გურამ მაჭარაშვილი 

სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, "ხალხის ძალის" დამფუძნებელი  გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი მისი განცხადება, რომელიც მას არ ევალება, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს.

"სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები უნისონში მოდის ხოლმე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კარგი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს. ამიტომ, თუ პრეზიდენტი მაინც აკეთებს განცხადებებს, საქართველოს სასარგებლოდ მაინც გააკეთოს და არა საქართველოს საწინააღმდეგოდ. მან უნდა გაითვალისწინოს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არჩეულია საზოგადოების უმრავლესობის მიერ და ნებისმიერი მისი განცხადება, რომელიც მას არ ევალება, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. მან, კარგი იქნება, ასევე, გადახედოს ამერიკის თავდაცვის მდივნის განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პრეზიდენტის პოზიციასთან,"- აცხადებს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები