14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ხალხმრავლობა თურქეთის საელოჩოსთან - მოქალაქეებს მიაქვთ პირველადი დახმარების ნივთები, საელჩოში მივიდნენ მთავრობის წევრებიც

დილიდან ხალხმრავლობაა თურქეთის საელოჩოსთან - მოქალაქეებს მიაქვთ პირველადი დახმარების ნივთები, პროდუქტები, მედიკამენტები, ეს ყველაფერი სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად გროვდება.

საელჩოში მივიდნენ მთავრობის წევრებიც - მათ დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვეს, ჩანაწერი დატოვეს სამძიმრის წიგნში.

"პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს და დებს - თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. იმ დილითვე, ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, შემდგომ, მეორე დღეს, კიდევ 40 ადამიანი დაემატა და დღეს ჩვენი 100 მაშველია, ადგილზე მუშაობენ. საბედნიეროდ, 3 ადამიანი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 კი დაღუპული იყო . ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდში, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენს მეგობრებს გვერდში დავუდგეთ, როცა ჩვენ ძალიან გვიჭირს ისინი ძალიან გვეხმარებიან და სულ გვერდში გვიდგანან", - განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

მომხდარ ტრაგედიას უსამძიმრებს თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც :

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანას დავუდგეთ გვერდით. მას მერე, რაც ტრაგედია მოხდა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დახმარებას,"- აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები