საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, ხელოვნება თავისუფალია, თუმცა ხდება საპირისპირო.
"თავისუფალია ხელოვნება აბა რა! და საპირისპირო რა ხდება?! სად ნახეთ დატყვევება? მაგალითი მოიყვანოს ვინმემ, ერთი მაინც. სხვა რამეშია საქმე.
კარგი გამოფენები გაკეთდა, კარგი აქციები ჩატარდა, ბევრი პოზიტივიაო ვიღაცამ იფიქრა, ემანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და მოიფიქრეს აქცია-პერპორმანსი,"- წერს გიორგი ვოლსკი.