14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ლევან მამალაძე: ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივამ, საქართველოში მიძინებული თუ მოქმედი აგენტურა ააბობოქრა

სამშობლოს ერთნაირად ღალატობენ ისინი, ვინც რუსეთზე მუშაობს, აშშ-ზე ან სახვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება! საქართველოს მტრები თვითონ გამოააშკარავებენ თავს!  ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივამ, საქართველოში მიძინებული თუ მოქმედი აგენტურა ააბობოქრა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი“, ლევან მამალაძე წერს.

როგორც მამალაძე აღნიშნავს, პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ცდილობს, ახალი ნარატივი გაავრცელოს და საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტობაა ღალატი, აშშ-ის ან სხვა ქვეყნის აგენტობა კი  შექებას იმსახურებს.  მისივე თქმით, ნეოლიბერალიზმის ნიღაბს ამოფარებულმა პირებმა, სამშობლოს ღალატი სარფიან და დაუსჯელ საქმედ აქციეს.
 
"მოტივირებული ტელევიზიებითა და მედია საშუალებებით ქართულ საზოგადოებას იმაში არწმუნებენ, რომ სამშობლოს ღალატი კარგი საქმე , ოღონდ სწორად უნდა შეარჩიო ქვეყანა რომელსაც მიეყიდები! ნეოლიბერალიზმის სამოსს ამოფარებულმა პირებმა, სამშობლოს ღალატი სარფიან და დაუსჯელ საქმედ აქციეს . გვარწმუნებენ იმაში, რომ დასავლეთის შეკვეთაზე მუშაობა, თურმე საქართველოსთვის მომგებიანი საქმეა.  ქართულ საზოგადოებას ისტორიული მეხსიერება შენარჩუნებული აქვს და ყველაფერი კარგად ახსოვს,“ - წერს მამალაძე. 
 
ლევან მამალაძე აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო  არ ერთვება ქვეყნის საზიანოდ შეკვეთილ სცენარებში. მისი განცხადებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაში კიდევ უფრო დაარწმუნა.
 
"სამშობლოს ერთნაირად ღალატობენ ისინი ვინც რუსეთზე მუშაობს, აშშ-ზე ან სახვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება!
საქართველოს მტრები თვითონ გამოააშკარავებენ თავს! 
 
ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივამ, საქართველოში მიძინებული თუ მოქმედი აგენტურა ააბობოქრა. თვითლუსტრაცია არ ანაღვლებთ და ქართული საზოგადოების აბუჩად აგდებას აგრძელებენ! პოლიტიკური და NGO ლიდერები, ცნობილი თუ დამწყები მოექსპერტო ელემენტები ახალ ნარატივს ავრცელებენ: „ რუსეთის აგენტობა სამშობლოს ღალატია, ამერიკის აგენტობა კი შესაქები საქმეაო“! როგორც ჩანს ამაზე დიდი თანხებიც გამოიყო და მოტივირებული ტელევიზიებითა და მედია საშუალებებით ქართულ საზოგადოებას იმაში არწმუნებენ, რომ სამშობლოს ღალატი კარგი საქმე , ოღონდ სწორად უნდა შეარჩიო ქვეყანა რომელსაც მიეყიდები! ნეოლიბერალიზმის სამოსს ამოფარებულმა პირებმა, სამშობლოს ღალატი სარფიან და დაუსჯელ საქმედ აქციეს. გვარწმუნებენ იმაში, რომ დასავლეთის შეკვეთაზე მუშაობა, თურმე საქართველოსთვის მომგებიანი საქმეა. 
 
ქართულ საზოგადოებას ისტორიული მეხსიერება შენარჩუნებული აქვს და ყველაფერი კარგად ახსოვს! რამდენჯერ გვიბრუნა ზურგი დასავლეთმა და რუსეთისთვის საჯიჯგნად დაგვტოვა :1921 წელს საბჭოთა რუსეთის გავლენის ზონად გვაღარეს და წითელ არმიას გზა გაუხსნეს; საბჭოთა კავშირის პირობებში 1990 წელს პირველ ეროვნულ ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირეს, ზვიად გამსახურდია კი მოწინააღმდეგედ გამოაცხადეს; 1992 წელს ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებაში რუსეთს კარტბლანში მისცეს; 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილენი გახდნენ; 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის პროვოკაციული თამაში არ შეაჩერეს, რუსეთმა ტერიტორიები და საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი მიისაკუთრა, დასავლეთის მიმართ კი უფრო დამოკიდებული გაგვხადეს! რამდენი აგენტი და დაფინანსებული ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს საზიანოდ, სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის! რუსეთი საბაბს ელოდება , რომ დაგვბომბოს, დასავლეთი კი საქართველოს ომში ჩათრევას ლამობს. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგვაზიანებს , დაგვბომბავს ან რევოლუციას მოგვიწყობს?! დააკვირდით, რომელი პიროვნება თუ ლიდერი რას გვეუბნება, ვინ უჭერს მხარს ომში ჩაბმას, აფხაზეთსა და ცხინვალში საომარი მოქმედების დაწყებას ან რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას. რა დაფინანსება აქვთ ამ პირებს და არასამთავრობოებს, ვინ უკვეთავს საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს და რა საფრთხე ემუქრება ჩვენ სახელმწიფოს?! ამ რთულ ვითარებაში საქართველო უდიდეს შემოტევებს უძლებს, ქვეყნის საზიანოდ შეკვეთილ სცენარებში არ ერთვება და მაღალ სუვერენულ ფუნქციას ავლენს. სწორედ ეს არის აგენტოკრატიის სამიზნე, რომ საქართველო მუდამ დამორჩილებული და სხვისი სათამაშო იყოს!
 
არ გავაბრიყვებინოთ თავი, სამშობლოს მოღალატეობაზე ამაზრზენი არაფერია ამ ქვეყანაზე! ვინც სახელმწიფოს ზიანს აყენებს ,განურჩევლად იმისა ამერიკაზე მუშაობს თუ რუსეთზე, ერთნაირად მოღალატენი არიან და კანონის წინაშე ერთნაირად უნდა აგონ პასუხი!
 
ერთი სიტყვით მეხუთე კოლონა მოქმედებაში მოვიდა, რამაც ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაში უფრო დამარწმუნა!" - წერს ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში.
დღის ამბები