02 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
"არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ," - რომის პაპი საქართველოზე

"არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ," - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტად მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა.

მიმართვის სრულ ტექსტს წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური ავრცელებს.

რომის პაპის თქმით, საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ.

"ქართველები იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს," - აცხადებს პაპი ფრანცისკე.

დღის ამბები