ნებისმიერი ორგანიზაციის გამჭვირვალობის საკითხი, მისასალმებელია და ეს არის დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ნაწილი- გიორგი ამილახვარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიცირა. ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელშიც დარეგისტრირდებიან ის სუბიექტები, რომლებიც 20-პროცენტზე მეტით ფინანსდებიან უცხოური არხებით და რომელთა მიზანია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა.
ამასთან, მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ჯერ არ გაცნობილან. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ აღნიშნული კანონი მისასალმებელი და დემოკრატიული მმართველობაში მნიშვნელოვანია.
"ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობის საკითხი, მისასალმებელია და ეს არის დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ნაწილი. თუმცა ეს კანონპროექტი არის "ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებული ჩვენ ჯერ მას არ გავცნობილვართ. ამიტომ მმართველი გუნდი, რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში გაეცნობა ან კანონპროექტს და ჩამოვაყალიბებთ ჩვენს მოსაზრებას,"-აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი.