14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ჩვენ რუსული კონტექსტით გვინდა ამ სულელური კანონის გადმოტანა, ეს ამომრჩეველზე თამაშია და არა რეალური პრორუსობა, ამიტომაც არ ექნებათ წარმატება-იაგო ხვიჩია 

ოპოზიცია "ხალხის ძალის" ინიციატივას აკრიტიკებს. პარტიების ნაწილი თვლის, რომ არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა მესამე სექტორის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. 

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ რუსული კანონპროექტის გადმოწერა ხდება ხალხზე ზემოქმედების მიზნით. 

"თქვენ თუ გინახავთ რეპორტები "ენჯეოშნიკების" აქამდე რასაც აკეთებდნენ და მე მინახავს საკუთარი თვალით. პრობლემა საჯაროობის ნაწილში არ დგას, პირიქით იმდენად ბევრი დოკუმენტი მზადდება და იმდენად ბევრი დოკუმენტი ქვეყნდება, რომ  იმის ნახევარიც კი არ არის საჭირო არცერთი მიზნის მისაღწევად. სხვადასხვა სულელურ კანონებს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კონტექსტი აქვს.

რუსეთში ერთი კონტექსტი აქვს, ამერიკაში მეორე, ევროპაში მესამე... აი ჩვენ რუსული კონტექსტით გვინდა ამ სულელური კანონის გადმოტანა. კი არ გვინდა, ეს ამომრჩეველზე თამაშია და არა რეალური პრორუსობა, ამიტომაც არ ექნებათ წარმატება,"-აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები