"ევროპელი სოციალისტები" 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვენ. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია დადგინდეს 2008 წლის ომის დანაშაულები.
როგორც პოლიტიკურ ჯგუფში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ასევე შესაძლებელია საპროკურორო გამოძიების დაწყებაც.
"საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, ჩვენი პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე, თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავალთ ყველა რეგიონში და ხალხს განვუმარტავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალ ომს, ასევე, 2008 წლის ომის გამოძიების შედეგების მნიშვნელობას," - აცხადებს ფრიდონ ინჯია.