14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით" - ანდრიუს კუბილიუსის ეს გზავნილი მმართველი გუნდისთვის ულტიმატუმთან ერთად, შანტაჟი და მუქარაა

თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით - ადრესატი "ქართული ოცნებაა", გზავნილის ავტორი კი ანდრიუს კუბილიუსი. ლიეტუველი ევროპარლამენტარის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაციის ტესტი სააკაშვილის საკითხზე დამოკიდებულების შეცვლაა.

სახელისუფლებო გუნდისთვის კუბილიუსის გზავნილი ულტიმატუმთან ერთად შანტაჟი და მუქარაა. რატომ აყენებს ევროპარლამენტარი სტატუსის მიღების პირობად სააკაშვილის გათავისუფლებას და რატომ მოუწოდებს ხელისუფლებას არ აღსრულდეს კანონი? - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ განცხადების მოტივი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და მათი ლობისტების პოლიტიკური მიზნებია.

ანდრიუს კუბილიუსი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორ, "ევროპის სახალხო პარტიას" წარმოადგენს. ამის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის გუნდი კუბილიუსის განცხადების შინაარსთან კავშირს გამორიცხავს. პარტიაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ექსპრეზიდენტის საკითხზე კონკრეტული ევროპარლამენტარების და მათი პოზიციები თანხვედრაშია.

ქვეყნის ევროპული მომავალი სააკაშვილზე არ გადის სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. მიაჩნიათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. კუბილიუსის გზავნილმა ხელისუფლების ოპონენტების უკმაყოფილებაც გამოიწვია.

კუბილიუსის განცხადება ქართული ოცნებისთვის ლობისტების კამპანიის კიდევ ერთი დადასტურებაა. EPP-ის წარმომადგენელთან მმართველ პარტიას დღეს საპასუხო გზავნილიც ჰქონდა, რომ საქართველო მხოლოდ იმ წესებს გაითვალისწინებს, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. ევროპელ დეპუტატს მისმა ქართველმა კოლეგებმა ისიც ურჩიეს, გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას.

ანდრიუს კუბილიუსი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპარლამენტარს შორის, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა. ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი სახალხო პარტიის წევრის განცხადებები ძირითადად მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან ჰუმანიტარული მიზნით გაყვანას ეხება.

 

დღის ამბები