14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან - გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს გიული ალასანია აფასებს. ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საქართველო და ევროპის დაახლოებაში შეტანილი წვლილი დააფასა.

გიული ალასანია მიიჩნევს, რომ საჭიროა შიდა აქტიურობა.

"კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან და ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული მოგეხსენებათ. კარგია, რომ ეს ადამიანები აფასებენ ამას.

შიდა აქტიურობა არის საჭირო. კარგად დაინახეს ის სურათი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქტიურობენ, ჩამოდიან, კონტაქტები და ინფორმაცია აქვთ," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებამ ადეკვატური ნაბიჯები არ გადადგა, საქართველო ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.

"ეს რეზოლუცია არის დროული და არის ბოლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ და ჩვენი მომავალი არ ჩააბარონ რუსეთს. ეს არის მკაფიო გზავნილი რა უნდა გაკეთდეს 12 პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში და სააკაშვილთან მიმართებაში და რა შედეგი დადგება თუ კი ეს არ მოხდება," - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჩალაძემ.

რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა თავი შეიკავა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებს

დღის ამბები