14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
კანონპროექტი მიმართულია მხოლოდ გამჭვირვალობისკენ და არანაირი ვალდებულება და ზეწოლა, ამ კანონპროექტის საფუძველზე, არ ხდება - გიორგი ამილახვარი 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, მხოლოდ მეტი გამჭვირვალობისკენ არის მიმართული და არა ვინმეს, ან რაიმეს ზეწოლისკენ.

როგორც გიორგი ამილახვარი განმარტავს, ჯერჯერობით, მმართველ გუნდს არ გადაუწყვეტია დაუჭერს თუ არა მხარს "ხალხის ძალის"მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. 

"საკანონმდებლო ორგანოში ექნება თუ არა მხარდაჭერა, ამაზე უმრავლესობა ჩამოაყალიბებს პოზიციას და გადაწყვეტს, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ისტორიულ, დიად მისიასა და ამოცანაზე და ასეთი კანონპროექტი გახდეს წყალგამყოფი, რომელიც, უბრალოდ, ამბობს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახდინონ ფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა, არანაირი დავალდებულება თუ ზეწოლა, ამ კანონპროექტის საფუძველზე, არ ხდება,"- აცხადებს გიორგი ამილახვარი. 

კანონპროექტი გააკრიტიკეს შეერთებულ შტატებში, აშშ-ის დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ პროექტი არ არის დაფუძნებული ამერიკულ აქტზე უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, მისი თქმით, კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.

"ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - განაცხადა ნედ პრაისმა. 

დღის ამბები