14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
Politico : ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი ფართოვდება

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი ფართოვდება - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "პოლიტიკო" აქვეყნებს . ევროპარლამენტარები მარია არენა და ალესანდრა მორეტი დაკავშირებული არიან გამოძიებასთან, რომელსაც აწარმოებენ ბელგიის პროკურორები. მარია არენა და ალესანდრა მორეტი მოხსენიებულნი არიან ევროპარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატის, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში.

იტალიელი ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო გასულ კვირას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების ორდერში მოყვანილ ერთ მაგალითში ნათქვამია, რომ არენა და მორეტი მოქმედებდნენ ევროპარლამენტარ ანტონიო პანზერის მითითებით, 2021 წლის ბოლოს, ყატარის შესახებ პარლამენტის შესაძლო რეზოლუციის შესახებ. კანონმდებელი ცდილობდა გავლენა მოეხდინა შესაძლო გადაწყვეტილებების მიღებაზე.

გამოცემა წერს, რომ ევროპარლამენტს ასეთი კორუფციული სკანდალი ჯერ არ ახსოვს. არ არის გამორიცხული დანაშაულებრივ სქემასთან კავშირში მყოფი პირების სია გაფართოვდეს.

დღის ამბები