როდის შეიტანს მიხეილ სააკაშვილის მხარე სტრასბურგის სასამართლოში დაანონსებულ საქმეს- ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ საკითხზე ადვოკატები მუშაობენ.
"მუშაობენ ჩვენი ადვოკატები და შეიტანენ. ყველა მონაცემია საიმისოდ, რომ მიიღონ, მაგრამ უნდა დაველოდოთ,"-აცხადებს გიული ალასანია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, ექსპრეზიდენტის პატიმრობა არ ნიშნავს მხოლოდ ერთი ადამიანის პატიმრობას.
"ახლანდელი მოლოდინი არის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე ოფისში და გავაგრძელოთ სტრასბურგის საქმეზე, ან სხვა საქმეებზე მუშაობა. უნდა გვესმოდეს, რომ მიშა სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი ადამიანის პატიმრობა. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ და მივიღოთ შედეგი, რაც გვინდა,"-აცხადებს გიორგი ჩალაძე.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ადამიანის ევროპული სასამართლო ვერ შექმნის პრეცედენტს, რომელიც, ზოგადად, სასჯელის მოხდის პრინციპს ეწინააღმდეგება.