14 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ლობისტების რეესტრი გერმანიის ბუნდესტაგში - ორგანიზაციები წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარადგენენ

გერმანიის ბუნდესტაგში მოქმედებს ლობისტების რეესტრი და ლობისტური ორგანიზაციები ბუნდესტაგს ყოველწლიურად წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას მიღებული შემოსავლების, საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ. 

რეესტრის lobbyregister.bundestag.de აღწერაში მითითებულია, რომ იგი საშუალებას იძლევა გამჭვირვალე გახადოს ორგანიზაციების გავლენა სხვადასხვა სტრუქტურაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მათივე ცნობით, რეესტრი შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას პოლიტიკის მიმართ და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ლეგიტიმურობას პარლამენტსა და მთავრობაში. 

რაც შეეხება ლობისტების რეესტრში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ესენი არიან მაგალითად: Transparency International Deutschland,  Amnesty International, Human Rights Watch.

ფინანსურ ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება კორპორაციებისთვის კომერციული კოდექსის ბუღალტრული აღრიცხვის დებულებების საფუძველზე.

დღის ამბები