14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ომისთვის მოემზადა რუსეთი და ომი დაიწყო რუსეთმა, ვინც საპირისპიროს ამბობს, ასეთი მხოლოდ ორი სუბიექტია, "ნაციონალური მოძრაობა" და ოკუპანტი რუსეთი - ირაკლი ბერაია

2008 წლის რეზოლუცია ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია- მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ბევრი რუსული საქმე აკეთა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზოლუციის მხარდაჭერით საქართველოს დააბრალა რუსეთთან ომის დაწყება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჰააგამ და სტრასბურგმა 2008 წლის ომზე თავისი სიტყვა უკვე თქვა. 

"ომთან დაკავშირებით არ მგონია დამატებითი კვლევა-ძიება იყოს საჭირო, ამასთან დაკავშირებით, როგორც სტრასბურგის სასამართლომ ისე ჰააგამ თავისი სიტყვა თქვა, რომ ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი საქართველოზე და რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. 

რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების ქცევას რეზოლუციასთან დაკავშირებით, ეს მაშინ იმალებოდა და მედიისთვისაც კი არ იყო ცნობილი.  საინტერესოა, როდესაც ასეთ რამეს აბრალებ საკუთარ ქვეყანას, ეს რას ემსახურება და რამდენად შეიძლება ამის გამოკვლევა ეს კიდე ცალკე საკითხია,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო. 

"რეზოლუციის მხარდაჭერით მათ ფაქტობრივად საქართველოს დააბრალეს საომარი მოქმედებების დაწყება. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ომისთვის მოემზადა რუსეთი და ომი დაიწყო რუსეთმა. ვინც საპირისპიროს ამბობს ასეთი მხოლოდ ორი სუბიექტია დესტრუქციული "ნაციონალური მოძრაობა" და ოკუპანტი რუსეთი. ენმ-მ თითქმის მთელი საქართველო რუსეთს გადაუფორმა და ბევრი რუსული საქმეც აკეთა,"- აცხადებს ბერაია. 

დღის ამბები