01 მაისი 2024,   05:20
ვრცლად
რომან გოცირიძე პროფესიონალი ადამიანია თავის საქმეში, შესაბამისად, რა თქმა უნდა ასეთი ადამიანების გამოთიშვა პროცესებიდან დანაკლისია - ბაჩო დოლიძე

რატომ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" რომან გოცირიძემ? დეპუტატი დამატებით განმარტებებს აღარ აკეთებს. ამის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, თავისი საქმის ისეთი პროფესიონალის, როგორიც რომან გოცირიძეა, პროცესებიდან გამოთიშვა, დანაკლისია. 

"ძალიან გული მწყდება, ბატონი რომანი ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანია თავის საქმეში. ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტში მუშაობის პროცესში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების გამოთიშვა პროცესებიდან დანაკლისია. ის ნიკა მელიას უჭერდა მხარს, მაგრამ ამასთან არის თუ არა დაკავშირებული მისი გადაწყვეტილება, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. რას უკავშირდება ეს ყველაფერი, რასთან არის კავშირში, მიმდინარე პროცესებთან, ზოგადად მის განსხვავებულ ხედვებთან თუ როგორ, ამ ყველაფერზე ისაუბრებს ბატონი რომანი," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.  

დღის ამბები