14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.  ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანტონიო გუტიერეს ლიმონესის განცხადებით, დელეგაციის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, თუმცა, ყველა მათგანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან. შეხვედრაზე დადებითად შევაფასეთ საქართველოსა და ესპანეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მადლიერება გამოვხატე ესპანეთის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით. მოხარული ვარ, რომ ესპანეთის პარლამენტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს.

შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოვიხილეთ ნაყოფიერი საპარლამენტო თანამშრომლობა და ამ მხრივ სამომავლო გეგმები," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები